ავტორიზაცია

ლუკა დინი შესაძლოა ევერტონიდან ნაპოლიში გადავიდეს

ლუკა დინი შესაძლოა ევერტონიდან ნაპოლიში გადავიდეს
თარიღი 23 დეკ 2021, 23:40

"ნაპოლი" "ევერტონის" მცველ ლუკა დინით ინტერესდება, წერს Foot Mercato.

გავრცელებული ინფორმაციით, ნეაპოლელებს დაცვის ხაზის მარცხენა ფლანგის გაძლიერება სურთ და 28 წლის ფრანგს ერთ-ერთ კანდიდატურად განიხილავენ.

როგორც აღინიშნება, კლუბი "პსჟ"-ში მოასპარეზე ლეუვენ კურზავასაც აკვირდება.

2021/22 წლების სეზონში დინმა "ევერტონის" რიგებში 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

Transfermarkt.com-ის ვერსიით, "კანფეტების" უკანახაზელის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს. აქამდე დაიწერა, რომ ფეხბურთელით "ნიუკასლიც" ინტერესდება.