ავტორიზაცია

ინტერმა ალექსის სანჩესის შემცვლელს ლაციოში მიაგნო

ინტერმა ალექსის სანჩესის შემცვლელს ლაციოში მიაგნო
თარიღი 23 დეკ 2021, 23:43

"ინტერი" "ლაციოს" თავდამსხმელ ფელიპე კაისედოთი ინტერესდება, წერს Calciomercato.

გავრცელებული ცნობით, "ნერაძური" 33 წლის ეკვადორელს ალექსის სანჩესის შემცვლელად განიხილავს, თუ ეს უკანასკნელი იანვარში კლუბიდან წავა.

როგორც აღინიშნება, კაისედოთი მილანელთა ამჟამინდელი დამრიგებელი, სიმონე ინძაგია დაინტერესებული, რომელიც სამხრეთამერიკელთან ერთად სწორედ "ლაციოში" მუშაობდა.

2021/22 წლების სეზონში გამოცდილმა ფორვარდმა რომაელთა რიგებში 5 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 ასისტიც მიითვალა. Transfermarkt.com-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი ამჟამად 4 მილიონ ევროს შეადგენს.