ავტორიზაცია

იუვენტუსი ნაპოლის სპორტული დირექტორის გადაბირებას აპირებს

იუვენტუსი ნაპოლის სპორტული დირექტორის გადაბირებას აპირებს
თარიღი 23 დეკ 2021, 23:49

"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ "იუვენტუსში" შესაძლოა "ტოტენჰემში" წასული ფაბიო პარატიჩი შეცვალოს, წერს Calciomercato.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯუნტოლი "ბებერ ქალბატონში" აღნიშნული თანამდებობის დაკავების მთავარი კანდიდატია.

"იუვეს" ხელმძღვანელობას დიდი ხანია სპეციალისტთან კონტაქტი აქვს და მას პარატიჩის საუკეთესო შემცვლელად თვლის.

ჯუნტოლის "ნაპოლისთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.