ინტერმა დიმარკოს კონტრაქტი 2026 წლამდე გაუხანგრძლივა

"ინტერის" მცველმა, ფედერიკო დიმარკომ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
როგორც "ნერაძურის" ოფიციალური საიტი იტყობინება, 24 წლის ფეხბურთელის ახალი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
2021/22 წლების სეზონში მცველმა 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც მიითვალა.
გასული სეზონი დიმარკომ იჯარის წესით "ვერონაში" გაატარა.