ბუფონი: "რონალდუს მოსვლით იუვენტუსმა გუნდური დნმ-ი დაკარგა"
„იუვენტუსის“ ექს-გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუს გუნდში მოსვლით ტურინელებმა „გუნდური დნმ“ დაკარგეს.
შეგახსენებთ, რომ ორივემ „იუვე“ გასულ ზაფხულს დატოვა, ბუფონმა „პარმას“ მიაშურა, რონალდუმ კი - „მანჩესტერ იუნაიტედს“.
„იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსი რონალდუს გადმოსვლის შემდეგ პირველივე წელს ჰქონდა. მე მაშინ პარიზში ვიყავი და ვერ ვიტყვი, რა დაემართა ამ გუნდს.
როცა დავბრუნდი, რონალდუსთან ბევრს ვსაუბრობდით. ერთად ძალიან პროდუქტიულად ვმუშაობდით, მაგრამ მგონია, რომ მისი მოსვლით „იუვენტუსმა“ გუნდური დნმ-ი დაკარგა.
როცა ფინალში გავედით, ძალიან გამოცდილი გუნდი გვყავდა. თუმცა, პირველ რიგში ერთიანობა გვქონდა და ყველა პოზიციაზე ძალიან კარგი კონკურენციაც.“ - ციტირებს ბუფონის სიტყვებს TUDN.