ავტორიზაცია

"ვფიქრობ სწორი ნაბიჯი გადავდგი", - ოდეგორმა რეალიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა

"ვფიქრობ სწორი ნაბიჯი გადავდგი", - ოდეგორმა რეალიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა
თარიღი 24 Dec 2021, 15:45

„არსენალის“ ნახევარმცველმა, მარტინ ოდეგორმა, გასულ ზაფხულს მადრიდის „რეალიდან“ წასვლაზე ისაუბრა.

„ვგრძნობ, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვითარდებოდა ყველაფერი „რეალში“.

გუნდთან კონტრაქტი 16 წლის ასაკში გავაფორმე და ახლა იდეალური დრო იყო წინ საყურებლად. ვფიქრობდი, რომ „არსენალი“ - ჩემთვის იდეალური კლუბი იყო.“ - ციტირებს ოდეგორის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ ოდეგორი „რეალის“ ფეხბურთელი 2015 წელს გახდა, თუმცა ძირითადი პერიოდი სხვადასხვა გუნდებში იჯარით გაატარა.

გასული სეზონის მეორე ნახევარი ოდეგორმა სწორედ „არსენალში“ გაატარა და 20 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მიმდინარე სეზონში ოდეგორმა 18 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე ჩაიწერა აქტივში.