ავტორიზაცია

ერერა: "მესი და რამოსი? როგორც პოჩეტინომ თქვა, 15-წლიანი მეტოქეობის შემდეგ ერთ გუნდში თამაშს მიჩვევა უნდა"

ერერა: "მესი და რამოსი? როგორც პოჩეტინომ თქვა, 15-წლიანი მეტოქეობის შემდეგ ერთ გუნდში თამაშს მიჩვევა უნდა"
თარიღი 24 Dec 2021, 17:40

„პსჟ-ს“ ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ, გუნდის ჩემპიონთა ლიგის შესაძლო მოგებაზე ისაუბრა.

ჟურნალისტი: ბოლო დროს ჩემპიონთა ლიგას იგებდნენ გუნდები და არა ცალკეული ვარსკვლავები.

„უბრალოდ დროის საკითხია ის, თუ როდის ავაშენებთ ჩვენ გუნდს. როგორც პოჩეტინომ თქვა, ფეხბურთელებს, რომლებმაც ერთ კლუბში 15 წელი გაატარეს, როგორც მესიმ და რამოსმა, რთულია სხვა გუნდის მაისურით გახვიდე სათამაშოდ და ისე ითამაშო, თითქოს არაფერი მომხდარა.

ამ შემთხვევაში, მთავარია პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს. გუნდებს დრო სჭირდებათ შეთამაშებისთვის. კლოპი „ლივერპულთან“ ერთად 4 წელი ვერაფერს ვერ იგებდა.“ - აღნიშნა ერერამ.

მესი და რამოსი „პსჟ-ს" გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდნენ, მას შემდეგ რაც „ბარსასთან" და „რეალთან" კონტრაქტი ამოეწურათ.