ავტორიზაცია

გავი: "ჩემი მიზანი თავიდანვე ბარსელონაში თამაში იყო"

გავი: "ჩემი მიზანი თავიდანვე ბარსელონაში თამაში იყო"
თარიღი 24 დეკ 2021, 18:21

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, თავისი მშობლიური ქალაქის, ლოს-პალასიოს და ვალიაფრანკას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღებისას, თავის გუნდში თამაშზე ისაუბრა.

„მე ყოველთვის „ბარსელონას“ გულშემატკივარი ვიყავი. ჩემთვის თავიდანვე აშკარა იყო, რომ სწორედ იქ მსურდა თამაში.

„კამპ ნოუზე“ თამაში ჩემთივს ოცნება იყო, რომელიც რეალობად ვაქციე. 

პირველი რამდენიმე თვე ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ადაპტაცია გავიარე და ყველაფერი კარგად განვითარდა.“ - აღნიშნა ნახევარმცველმა.