ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია - ლუკ დე იონგი ბარსელონას ტოვებს და კარიერას ახალ გუნდში გააგრძელებს

შეთანხმება მიღწეულია - ლუკ დე იონგი ბარსელონას ტოვებს და კარიერას ახალ გუნდში გააგრძელებს
თარიღი 24 დეკ 2021, 18:28

„ბარსელონას“ თავდამსხმელი, ლუკ დე იონგი, უახლოეს პერიოდში კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.

31 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელის შემდეგი კლუბი, დიდი ალბათობთ, „კადისი“ გახდება.

„სევილია“, რომელსაც დე იონგი ეკუთვნის, დათანხმდა „ბარსელონას“ თხოვნას ფეხბურთელის იჯარის ნაადრევი შეწყვეტის თაობაზე, რომელიც იდეაში 2022 წლის 30 ივნისამდე იყო გათვლილი.

შესაბამისად, დე იონგი „კადისს“ იჯარით სეზონის ბოლომდე შეუერთდება. თუმცა, იქამდე მან კლუბის მიერ შემოთავაზებული პირობები უნდა მიიღოს, სამ კლუბს შორის შეთანხმება უკვე შედგა.

„ბარსელონას“ მაისურით დე იონგმა ამ სეზონში 9 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.