ავტორიზაცია

ორი ფეხბურთელი, რომელთა გაშვებასაც კონტე ტოტენჰემიდან ამ ზამთარს აპირებს

ორი ფეხბურთელი, რომელთა გაშვებასაც კონტე ტოტენჰემიდან ამ ზამთარს აპირებს
თარიღი 24 დეკ 2021, 19:53

არ არის გამორიცხული, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ტოტენჰემის" რიგები ნახევარმცველმა, დელე ალიმ და მცველმა, მეტ დოჰერტიმ დატოვონ.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი იტყობინება, "დეზებს" ზემოთნახსენები ფეხბურთელების გასხვისება იანვარშივე სურთ.

იწერება, რომ 25 წლის ინგლისელი და 29 წლის ირლანდიელი "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედიან.

ამასთანავე, გავრცელებული ცნობების თანახმად, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა ამ ზამთარს მარჯვენა ვინგბეკისა და თავდამსხმელის ყიდვას გეგმავს.

მიმდინარე სეზონში ალიმ ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა, ხოლო დოჰერტიმ "დეზების"  ღირსება 9 შეხვედრაში დაიცვა, თუმცა შედეგიანობით თავი არ გამოუჩენია.