ანჩელოტი: "ტიტულების დაპირება კარგი იდეა არ არის, მაგრამ შეგვიძლია სხვა რაღაცას დაგპირდეთ"

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მიმდინარე სეზონში მადრიდული გუნდის ასპარეზობის შესახებ ისაუბრა.
"ტიტულების დაპირება კარგი იდეა არ არის, მაგრამ შეგვიძლია დაგპირდეთ, რომ "რეალი", როგორც ყოველთვის, ბოლომდე იბრძოლებს. ახლა სწორედ ამას ვხედავთ: წარმატებით ვიბრძვით ყველა ტურნირზე, ყველა მატჩში".
"სეზონის პირველ ნახევარში შეცდომა თითქმის არ დაგვიშვია. მხოლოდ ორჯერ დავმარცხდით, "ესპანიოლთან" და "შერიფთან", მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არ გვყავდა - მოდრიჩი, კროოსი. თუმცა, როცა დაბრუნდნენ, გაირკვა, რომ გუნდს თავისი სახე აქვს".
"რეალი" ყოველთვის წარმატებისკენ ისწრაფვის, ეს მისი დნმ-ის, ისტორიის ნაწილია. "რეალი" სხვებისგან განსხვავებული კლუბია", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს AS-ი.
შეგახსენებთ, "სამეფო კლუბი" ესპანეთის ჩემპიონატში ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ჯგუფში დაკავებული პირველი ადგილით გავიდა და 1/8 ფინალში მისი მეტოქე "პსჟ" იქნება.