ავტორიზაცია

მანჩესტერის დირექტორი: "მას შემდეგ, რაც ფერგიუსონი წავიდა, ყველაზე ძლიერი გუნდი ახლა გვყავს"

მანჩესტერის დირექტორი: "მას შემდეგ, რაც ფერგიუსონი წავიდა, ყველაზე ძლიერი გუნდი ახლა გვყავს"
თარიღი 25 დეკ 2021, 02:23

"მანჩესტერ იუნაიტედის" სპორტულმა დირექტორმა, ჯონ მერტომ კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

"ახლა სტრუქტურირებული სპორტული ხელმძღვანელობა გვაქვს აგებული, თუ ჩემს კიდევ ერთ როლზე (ტექნიკური დირექტორი) ვისაუბრებთ და ეს გარდამავალ პერიოდში კლუბის სტაბილურობას უზრუნველყოფს".

"შემადგენლობის დაკომპლექტებასთან ჩვენი მიდგომა გადაიხედა, ახალგაზრდული აკადემია გავაძლიერეთ და ამ სფეროებში ჩვენი ინვესტიციები გრძელვადიან პერსპექტივაში ნაყოფს გამოიღებს".

"სოლსკიაერმა განსაზღვრა მიმართულება და ახლა წარმატების გზაზე შემდგომი ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ".

"ვფიქრობთ, რომ ამჟამად ყველაზე ძლიერი გუნდი გვყავს მას შემდეგ, რაც ალექს ფერგიუსონმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა, აგრეთვე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვეზრდება", - ციტირებს მერტოს სიტყვებს The Mirror-ი.