ავტორიზაცია

ტოტენჰემი კვარაცხელიას ვარიანტს მიუბრუნდა - ინგლისური პრესა კონტეს ინტერესის შესახებ წერს

ტოტენჰემი კვარაცხელიას ვარიანტს მიუბრუნდა - ინგლისური პრესა კონტეს ინტერესის შესახებ წერს
თარიღი 25 დეკ 2021, 11:49

Teamtalk-ის ცნობით, ლონდონის "ტოტენჰემი" ყაზანის "რუბინის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას გადმობირების ვარიანტს მიუბრუნდა. აი, რას წერს ინგლისური გამოცემა ქართველის შესახებ:

"კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია გულშემატკივრების გაოცება. იგი შესანიშნავი დრიბლიორია და მოწინააღმდეგეების ჩამოშორება მას კარგად ეხერხება.

ერთადერთი მინუსი არის ის, რომ ბოლომდე შემდგარი პროდუქტი არაა, აქედან გამომდინარე, კონტე სხვა მოთამაშეებსაც აკვირდება", - წერს Teamtalk-ი რუსული გუნდის ვინგერის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ "ჰოტსპურის" გარდა, 21-წლის ფლანგელის სახელს აგრეთვე აქტიურად უკავშირებენ მეზობელ "ვესტ ჰემ იუნაიტედს", "ევერტონსა" და "საუთჰემპტონს".

"წითელ-მწვანეები" არ არიან თავიანთი 21-ე ნომრის გაყიდვის წინააღმდეგები, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული მხარე მინიმუმ 15 მილიონს გადაიხდის.