ავტორიზაცია

მანჩესტერის დირექტორი: "ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ახლა საუკეთესო შემადგენლობა გვყავს"

მანჩესტერის დირექტორი: "ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ახლა საუკეთესო შემადგენლობა გვყავს"
თარიღი 25 Dec 2021, 15:18

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დირექტორმა, ჯონ მერტომ, გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობა ერთ-ერთ საუკეთესოდ მოიხსენია.

„ჩვენი პერსონალის შერჩევის პროცესი გადაიხედა, აკადემია გაძლიერდა და ამ სფეროში ინვესტიციები ხანგრძლივ ვადაში წარმატებული იქნება.

ოლე-გუნარ სოლსკიაერი სწორი მიმართულებით გაგვიძღვა და ახლა გუნდის გასაძლიერელად შემდეგი ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ სწორი მიმართულებით.

მიგვაჩნია, რომ პირველი გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობა ახლა საუკეთესოა მას შემდეგ, რაც გუნდი სერ ალექს ფერგიუსონმა დატოვა. ყველაფერთან ერთად კი, რამდენიმე ფანტასტიკური ახალგაზრდა ტალანტი გვყავს.“ - ციტირებს მერტოს სიტყვებს Mirror.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედს“ 27 დეკემბერს „ნიუკასლთან“ მოუწევს დაპირისპირება თბილისის დროით 23:59 საათზე.