ავტორიზაცია

ბაიერნმა ნაპოლის ინსინიეს ტრანსფერის თაობაზე მიმართა

ბაიერნმა ნაპოლის ინსინიეს ტრანსფერის თაობაზე მიმართა
თარიღი 25 დეკ 2021, 16:35

„ნაპოლის“ და იტალიის ნაკრების შემტევი, ლორენცო ინსინიე, შესაძლოა გერმანიის ბუნდესლიგაში გადაბარგდეს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 30 წლის იტალიელი შემტევის გადაბირებით მიუნხენის „ბაიერნი’ ინტერესდება.

ბავარიულმა გუნდმა „ნაპოლის“ ინსინიეს ტრანსფერის თაობაზე მიმართა. ნეაპოლიტანელებს ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ, ოღონდ ხელფასის შემცირებით, თავად ლორენცოს კი, დარჩენის სურვილის მიუხედავად, პირიქით ხელფასის მომატებას ითხოვს.

„ბაიერნის“ გარდა, ინსინიეს გადაბირებით ლონდონის „ტოტენჰემიც“ ინტერესდება.

„ნაპოლის“ ძირითად გუნდში ინსინიე 2009 წლიდან ასპარეზობს, ამ სეზონში მან სერია ა-ს 15 მატჩში 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.