ავტორიზაცია

ჯენოას პრეზიდენტი: "შევჩენკო ოქროს ბურთის გამარჯვებულია, მაგრამ ეს შეიძლება არასაკმარისი იყოს"

ჯენოას პრეზიდენტი: "შევჩენკო ოქროს ბურთის გამარჯვებულია, მაგრამ ეს შეიძლება არასაკმარისი იყოს"
თარიღი 25 Dec 2021, 16:38

„ჯენოას“ პრეზიდენტმა, ალბერტო ძანგრილომ, გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ანდრეი შევჩენკოზე ისაუბრა.

„შევჩენკო - დიდი სპორტსმენი და ოქროს ბურთის გამარჯვებულია, მაგრამ ეს შეიძლება საკმარისი არ იყოს.

ის მკაცრი და სერიოზულია და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როცა ლონდონი დატოვა. 

მას მხარი უნდა დავუჭიროთ. საზოგადოებას ანდრეი ძალიან უყვარს, ისევე როგორც მე.“ - ციტირებს ძანგრილოს სიტყვებს CalcioMercato.

შეგახსენებთ, რომ შევჩენკომ „ჯენოა“ 2021 წლის ნოემბერში ჩაიბარა და კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. 

უკრაინელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჯენოამ სერია ა-ს შვიდ მატჩში 2 ფრე ითამაშა და ხუთჯერ დამარცხდა, ერთადერთ გამარჯვება კი გუნდმა თასზე მოიპოვა „სალერნიტანას“ (1:0) წინააღმდეგ.