ავტორიზაცია

სამწლიანი კონტრაქტი - იოაჰიმ ლიოვი შესაძლოა საკლუბო ფეხბურთში დაბრუნდეს

სამწლიანი კონტრაქტი - იოაჰიმ ლიოვი შესაძლოა საკლუბო ფეხბურთში დაბრუნდეს
თარიღი 25 დეკ 2021, 17:18

გერმანიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა, შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობა განაახლოს.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირას ინფორმაციით, 61 წლის გერმანელ სპეციალისტს კონტრაქტი 2024 წლამდე თურქულმა „ფენერბაჰჩემ“ შესთავაზა.

რამდენიმე დღის წინ, სტამბოლურმა გუნდმა მწვრთნელი ვიტორ პერეირა გაათავისუფლა და მის შემცვლელად სწორედ ლიოვს მოიაზრებს.

18 ტურის შემდეგ „ფენერბაჰჩე“ თურქეთის სუპერლიგაში მე-4 ადგილს იკავებს და ლიდერ „ტრაბზონსპორს“ 16 ქულით ჩამორჩება.

იოაჰიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებში 2006-2021 წლებში მუშაობდა და გუნდს 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა, ბუნდესნაკრებიდან წასვლის შემდეგ ის უმუშევარია.