ავტორიზაცია

FourFourTwo-მ წლის 50 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა - ხავი ბოლო ადგილს დასჯერდა

FourFourTwo-მ წლის 50 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა - ხავი ბოლო ადგილს დასჯერდა
თარიღი 25 დეკ 2021, 17:31

ბრიტანული გამოცემა FourFourTwo-მ 2021 წლის 50 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.

პირველი ადგილი „მან სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ დაიკავა, 2021 წელს მისმა გუნდმა ინგლისის ლიგის თასი და პრემიერ ლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

პირველ სამეულში მოხვდნენ ასევე „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი, რომელმაც გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და იურგენ კლოპი, რომელიც „ლივერპულს“ უდგას სათავეში.

პირველ ათეულში შემდეგი მწვრთნელები მოხვდნენ: 

ანტონიო კონტე (ინტერი, ტოტენჰემი)

ჰანს დიტერ ფლიკი (ბაიერნი, გერმანიის ნაკრები)

რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრები)

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო)

იულიან ნაგელსმანი (ლაიპციგი, ბაიერნი)

გარეთ საუთგეიტი (ინგლისის ნაკრები)

მაურისიო პოჩეტინო (პსჟ).

50-ლი დახურა „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, რომელიც გუნდში ახლახანს დაინიშნა, იქამდე კი „ალ სადს“ წვრთნიდა.