უმრავლესობა გამოჯანმრთელდა — რეალში კორონავირუსს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ებრძვის
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს, ისკოსა და ანდრეი ლუნინს კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი მიუვიდათ.
ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
აქამდე, გარეტ ბეილი, როდრიგო, დავიდ ალაბა, ლუკა მოდრიჩი და მარსელოც გამოჯანმრთელდნენ.
ასე და ამგვარად, "სამეფო კლუბს" ერთადერთი ინფიცირებული ფეხბურთელიღა დარჩა - მარკო ასენსიო, რომელიც საქმეს მალე დაუბრუნდება.
მოგეხსენებათ, "რეალი" მომდევნო მატჩს 2 იანვარს გამართავს. ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით, კარლო ანჩელოტის შეგირდები "ხეტაფეს" ეწვევიან.