ავტორიზაცია

რენატუ სანჩეშით ორი ევროპული გრანდია დაინტერესებული — რა ბედი ეწევა პორტუგალიელს?

რენატუ სანჩეშით ორი ევროპული გრანდია დაინტერესებული — რა ბედი ეწევა პორტუგალიელს?
თარიღი 25 დეკ 2021, 19:36

"ლილის" ნახევარმცველს, რენატუ სანჩეშს ევროპული გრანდები აკვირდებიან და მისი გადაბირების შესაძლებლობას განიხილავენ.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, 24 წლის პორტუგალიელით "მილანი" და "არსენალი" არიან დაინტერესებულები.

გავრცელებული ინფორმაციით, "როსონერი" და "მეთოფეები" სანჩეშის გადაბირებას იმ შემთხვევაში ეცდებიან, თუ ეს უკანასკნელი ფრანგული კლუბიდან წასვლას გადაწყვეტს.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა რენატუს "ლილთან" 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში სანჩეშმა ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.