ავტორიზაცია

რომას ფეხბურთელი მოურინიოზე: "უკეთესი გამხადა, დალევა და სეირნობა მიყვარდა, მაგრამ ასე აღარ ვიქცევი"

რომას ფეხბურთელი მოურინიოზე: "უკეთესი გამხადა, დალევა და სეირნობა მიყვარდა, მაგრამ ასე აღარ ვიქცევი"
თარიღი 25 დეკ 2021, 20:22

"რომას" მცველმა, რიკ კარსდორპმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა გავლენა მოახდინა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მის ცხოვრებაზე.

"უკეთესი გამხადა. დალევა და სეირნობა მიყვარდა, მაგრამ ასე აღარ ვიქცევი", - ციტირებს ჰოლანდიელის სიტყვებს Voicegiallorossa.

"საზღვარგარეთ თამაშს "რომას" მიერ შემოთავაზებული პროექტის გამო დავთანხმდი", - დასძინა კარსდორპმა.

შეგახსენებთ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა რომაული გუნდი 2021 წლის ზაფხულში ჩაიბარა და 2024 წლის ზაფხულამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.

რაც შეეხება კარსდორპს, 26 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში "რომას" მაისურით 24 მატჩი ჩაატარა და 5 ასისტი გააკეთა.