ავტორიზაცია

აიაქსის მცველისთვის ბრძოლაში ბარსელონას სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა

აიაქსის მცველისთვის ბრძოლაში ბარსელონას სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა
თარიღი 25 დეკ 2021, 21:21

ამსტერდამის "აიაქსის" მარჯვენა მცველმა, ნუსაირ მაზრაუიმ კარიერა შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

24 წლის მაროკოელის გადაბირებით "რომა" და "ნაპოლი" არიან დაინტერესებულები. ეს გუნდები მზად არიან ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "ბარსელონას" გაუწიონ კონკურენცია, რომელსაც მისი მიწვევა სერჟინიო დესტის წასვლის შემთხვევაში სურს.

ცნობისთვის, მაზრაუის "აიაქსთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

მიმდინარე სეზონში ამსტერდამელთა უკანახაზელმა ყველა ტურნირზე ერთად 21 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.