ავტორიზაცია

"ვხედავ, რომ ბედნიერია", - კონტემ ტოტენჰემში კეინის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა

"ვხედავ, რომ ბედნიერია", - კონტემ ტოტენჰემში კეინის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა
თარიღი 25 დეკ 2021, 23:51

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ "დეზების" თავდამსხმელი, ჰარი კეინი კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს.

"ჰარიმ მაჩვენა, რომ მთლიანად "ტოტენჰემის" პროექტშია ჩართული. მას ყოველდღე ვხედავ, ვხედავ, რომ ბედნიერია".

"ვარჯიშებსა და გასახდელში ლიდერია. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ყოველდღე ჩვენს ბაზაზე ვხედავ", - ციტირებს კონტეს სიტყვებს Sky Sports-ი.

28 წლის ინგლისელი "ტოტენჰემის" აღზრდილია. 2021/22 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად ლონდონური კლუბის რიგებში 22 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

მიმდინარე წლის ზაფხულში აქტიურად იწერებოდა, რომ კეინი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში "ტოტენჰემში" დარჩა.

 

Кейн — воспитанник «Тоттенхэма». В сезоне-2021/22 он провел 22 матча за лондонский клуб, на его счету 9 голов и 2 результативных передачи. Летом нынешнего года сообщалось, что 28-летний англичанин мог продолжить карьеру в «Манчестер Юнайтед», однако футболист остался в «Тоттенхэме».