ინგლისში შესაძლოა სტადიონებზე 10 წელი აღარ დაუშვან ის ადამიანები, ვინც ინტერნეტში რასისტულ პოსტებს წერს

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრიტი პატელმა განსახილველად გამოიტანა კანონი, რომელიც ინტერნეტში რასისტული შეურაცხყოფების გამო, ადამიანებს 10 წლამდე ვადით სტადიონებზე დასწრებას აუკრძალავს.
„ამ ზაფხულს ჩვენ ვიხილეთ შესანიშნავი თამაში, რომელიც ინტერნეტში გამოჩენილი ტროლების გამონათქვამებმა გააფუჭა. ისინი კლავიატურებს უკან იმალებოდნენ და ჩვენს ფეხბურთელებს შეურაცხყოფდნენ.
რასიზმი არის მიუღებელი, ფეხბურთი ზედმეტად დიდი ხანია გაფუჭებულია ამ სამარცხვინო ადამიანების მიერთ.
ხალხმა საკუთარი, თუნდაც ინტერნეტში ჩადენილი საქმის გამო პასუხი უნდა აგოს, ამიტომ შემოვდივარ ინიციატივით, რომ დამრღვევებს სტადიონებზე დასწრება აეკრძალოთ.“ - ციტირებს პრიტი პატელის სიტყვებს Sky Sports.
განსაკუთრებული კრიტიკის საგანი ინგლისის ნაკრების სამი ფეხბურთელი გახდა - მარკუს რაშფორდი, ბუკაიო საკა და ჯეიდონ სანჩო, სწორედ მათ გააცუდეს თერთმეტმეტრიანი ევრო 2020-ს ფინალში, იტალიის წინააღმდეგ.