ავტორიზაცია

გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - გამოისყიდის თუ არა ბარსელონა იუსუფ დემირს?

გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - გამოისყიდის თუ არა ბარსელონა იუსუფ დემირს?
თარიღი 26 Dec 2021, 10:38

„ბარსელონა“ ავსტრიელი ნახევარმცველის, იუსუფ დემირის გამოსყიდვას არ აპირებს.

ჯურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, კატალონიელებმა გადაწყვეტილება უკვე მიიღეს - „რაპიდ ვენას“ ფეხბურთელი გამოსყიდული არ იქნება. თუმცა, დიდი ალბათობით, დემირი ყოფილ გუნდში მაინც არ დაბრუნდება, რადგან მას სხვადასხვა ევროპული კლუბები აკვირდებიან.

„ბარსელონამ“ დემირი „რაპიდისგან“ გასულ ზაფხულს 500 ათას ევროდ გამოისყიდა და კონტრაქტში მისი გამოსყიდვის პუნქტიც ჩაწერა, რომლის გამოყენებასაც არ აპირებს.

ამ სეზონში ავსტრიელმა 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა საგოლე ქმედებებით თავი არ გამოუჩენია, ჯამში მას მხოლოდ 290 ნათამაშები წუთი დაუგროვდა.

პორტალი Transfermarkt შემტევს 12 მილიონ ევროდ აფასებს.