ავტორიზაცია

ალჟირელი ფეხბურთელი გულის შეტევის შემდეგ, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა

ალჟირელი ფეხბურთელი გულის შეტევის შემდეგ, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა
თარიღი 26 დეკ 2021, 10:54

ალჟირული საფეხბურთო კლუბ „საიდის“ ფეხბურთელი, სოფიან ლუკარი საავადმყოფოსაკენ მიმავალ გზაზე, გულის შეტევით გარდაიცვალა, რომელიც მატჩის დროს დაემართა.

ალჟირის მეორე დივიზიონის მატჩის მსვლელობისას, რომელშიც „საიდი“ და „ორანი“ ეთამაშებოდნენ ერთმანეთს, 28 წლის ფეხბურთელი თავისი გუნდის მეკარეს შეეჯახა, მაგრამ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, თამაშის გაგრძელება მოახერხა.

რამდენიმე წუთში კი, ლუკარი გაზონზე დაეცა და ფეხბურთელს გულის შეტევა დაემართა.

ფეხბურთელი სასწრაფო დახმარების მანქანით დაჩქარებით საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა დანიშნულების ადგილამდე მისვლა ვერ მოხერხდა - ფეხბურთელი გზაში გარდაიცვალა.