ავტორიზაცია

ჟოზე მოურინიომ რომაში შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი მიიყვანოს

ჟოზე მოურინიომ რომაში შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი მიიყვანოს
თარიღი 26 დეკ 2021, 14:49

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ჩარლი ველენსმა კარიერა შესაძლოა იტალიურ „რომაში“ გააგრძელოს.

რომაული გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, ამ ტრანსფერით პირადად არის დაინტერესებული, იტყობინება გამოცემა The SUN.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის დროს, მოურინიო ველენსს პირველ გუნდთან ვარჯიშებზე ხშირად იწვევდა ხოლმე და მის მიმართ სიმპათიებს არ მალავდა.

19 წლის ველენსი „რომას“ გარდა „ტოტენჰემის“ და „ინტერის“ ინტერესთა სფეროშიც იმყოფება. ამჟამად, ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ 21-წლამდელთა გუნდში იმყოფება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზეს ველენსის დამატება „ტოტენჰემშიც“ სურდა, როცა ამ გუნდში მუშაობდა.