ავტორიზაცია

საუთჰემპტონი 40 წლის კაბალიეროსთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს

საუთჰემპტონი 40 წლის კაბალიეროსთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს
თარიღი 26 დეკ 2021, 16:49

"საუთჰემპტონის" ხელმძღვანელობა გუნდის გოლკიპერ ვილი კაბალიეროსთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

აღნიშნული ინფორმაცია "წმინდანების" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ ჰაზენჰიუტლმაც დაადასტურა.

მიმდინარე სეზონში 40 წლის არგენტინელმა "საუთჰემპტონის" რიგებში 2 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაუშვა.

ცნობისთვის, კაბალიერომ კლუბთან დეკემბრის დასაწყისში 2022 წლის 5 იანვრამდე გათვლილი ხელშეკრულება გააფორმა.