ავტორიზაცია

რომამ შესაძლოა არსენალის ნახევარმცველი ინათხოვროს

რომამ შესაძლოა არსენალის ნახევარმცველი ინათხოვროს
თარიღი 26 დეკ 2021, 17:20

"რომა" "არსენალის" ნახევარმცველ ეინსლი მეიტლანდ-ნაილსით ინტერესდება, წერს ESPN.

გავრცელებული ცნობით, იტალიურ კლუბს 24 წლის ინგლისელის 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე იჯარით დამატება სურს.

როგორც აღინიშნება, თავად ფეხბურთელი მზად არის მცირე სათამაშო პრაქტიკის გამო სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

2021/22 წლების სეზონში მეიტლანდ-ნაილსმა "მეთოფეთა" რიგებში 11 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა.