ავტორიზაცია

არსენალი სევილიადან ენ-ნესირის გადაბირების ვარიანტს განიხილავს

არსენალი სევილიადან ენ-ნესირის გადაბირების ვარიანტს განიხილავს
თარიღი 26 დეკ 2021, 19:17

"სევილიას" თავდამსხმელმა, იუსეფ ენ-ნესირმა კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს, წერს Express.

გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის მაროკოელის გადაბირება "არსენალს" უნდა.

ლონდონური კლუბი ანდალუსიელთა ფორვარდს დომინიკ კალვერტ-ლიუინისა ("ევერტონი") და დუშან ვლაჰოვიჩის ("ფიორენტინა") ალტერნატივად განიხილავს.

მიმდინარე სეზონში ენ-ნესირმა 10 მატჩი ჩაატარა 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს.