ავტორიზაცია

VIDEO: ზედიზედ მე-4 გამარჯვება პრემიერ ლიგაში — არსენალმა სტუმრად ნორვიჩს გადაურბინა

თარიღი 26 დეკ 2021, 20:55

ინგლისის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, "ნორვიჩმა" შინაურ კედლებში ლონდონის "არსენალს" უმასპინძლა.

აღნიშნული შეხვედრა "მეთოფეთა" გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 5:0.

ანგარიში მე-6 წუთზე ბუკაიო საკამ გახსნა, 44-ე წუთზე კირან ტირნიმაც შეაგდო და მიკელ არტეტას შეგირდები შესვენებაზე ორბურთიანი ჰანდიკაპით გავიდნენ.

67-ე წუთზე საკამ დუბლი გაიფორმა და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, 84-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, საბოლოო წერტილი კი 91-ე წუთზე ემილ სმიტ-როუმ დასვა.

"არსენალმა" პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, ხოლო "ნორვიჩი" 10 ქულით ბოლო ადგილზეა.