ავტორიზაცია

VIDEO: ბოქსინგ დეი ტრადიციას არ ღალატობს - სიტიმ ლესტერს 9-გოლიან თრილერში მოუგო

თარიღი 26 დეკ 2021, 21:01

პრემიერ ლიგის მე-19 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ შინ უხვგოლიან მატჩში „ლესტერი“ დაამარცხა.

შეხვედრა „ეტიჰად სტედიუმზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 6:3 დასრულდა.

პირველი ტაიმი გვარდიოლას გუნდმა 6:3 მოიგო დე ბრუინის, მაჰრეზის, გუნდოგანის და სტერლინგის გოლებით.

თუმცა, სტუმრებმა 65-ე წუთისთვის სამი ბურთი გაიტანეს და მატჩში ინტრიგა მაქსიმალურად დააბრუნეს.

მიუხედავად მეტოქის სითავხედისა, „სიტიმ“ ყველაფერი თავის ადგილზე მალევე დააყენა - 69-ე წუთზე ლაპორტმა ანგარიში 5:3 გახადა, 87-ზე კი სტერლინგმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

„მან სიტიმ“ 47 ქულა დააგროვა და ცხრილში დამაჯერელად ლიდერობს, უახლოესი მდევარი „ლივერპულია“, რომელსაც 41 ქულა აქვს და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. 

„ლესტერი“ კი 22 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს.