ავტორიზაცია

VIDEO: კეინის, ლუკასისა და სონის გოლები — ტოტენჰემმა შინაურ კედლებში კრისტალ პალასი გაანადგურა

თარიღი 26 დეკ 2021, 21:06

ინგლისის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, ლონდონის "ტოტენჰემმა" "კრისტალ პალასს" უმასპინძლა და გაანადგურა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში "დეზებმა" მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ანგარიში 32-ე წუთზე ჰარი კეინმა გახსნა, რასაც ზუსტად ორ წუთში ლუკას მოურას ზუსტი დარტყმა მოჰყვა და შესვენებაზე ანტონიო კონტეს შეგირდები ორბურთიანი ჰანდიკაპით გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ 37-ე წუთზე "არწივების" ლიდერმა, უილფრიდ ზაჰამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.

74-ე წუთზე თავისი გოლი სონ ჰინ მინმაც შეაგდო, სხვაობა გამანადგურებელი გახადა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ, "ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო "კრისტალ პალასი" 20 ქულით მე-12 პოზიციაზეა.