ავტორიზაცია

ფერან ტორესი ბარსელონაში ჩაფრინდა - ხვალ ესპანელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის

ფერან ტორესი ბარსელონაში ჩაფრინდა - ხვალ ესპანელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის
თარიღი 26 დეკ 2021, 23:09

„მან სიტის“ თავდამსხმელი ფერან ტორესი „ბარსელონაში“ ჩაფრინდა, სადაც ხვალ კატალონიური გრანდისთვის სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო „ტვიტერზე“ ავრცელებს.

უახლოეს საათებში „ბარსელონამ“ 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად უნდა დაადასტუროს. ესპანეთში ტორესის დაბრუნება „ბარსას“ 55 მილიონი ევრო უჯდება, კიდევ 10 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.

ფერან ტორესი „ბლაუგრანასთან“ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მას ესპანეთში თამაშის დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს - ის „ვალენსიას“ აღზრდილია და გუნდში 2020 წლამდე თამაშობდა, რის შემდეგაც „მან სიტიში“ გადავიდა 28 მილიონ ევროდ.

ამ სეზონში ტორესმა ყველა ტურნირზე 7 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.