გვარდიოლა: "ფეხბურთელების ოსტატობის გარეშე ვერც ტაქტიკა და ვერც მწვრთნელი ვერაფერს ვერ იზამს"

„მან სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, „ლესტერთან“ 6:3 მოგებული მატჩი შეაფასა.
„ეს ბოქსინგ დეის მატჩი იყო. კარგი თამაში გამოვიდა, რომელშიც სამი ქულა დავაგროვეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ფეხბურთელების ხარისხი გოლების გატანის საშუალებას გვაძლევს. არც მწვრთნელი და არც ტაქტიკა ფეხბურთელების ოსტატობის გარეშე არაფრის მაქნისია.
თუმცა, ეს ძალიან უცნაური თამაში გამოვიდა. 4:0-ს დროსაც კი ისინი პირველ ტაიმში შეტევაში კარგი პასების ხარჯზე გადადიოდნენ. „ლესტერს“ ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავთ და ისინი კონტრშეტევების ოსტატები არიან.
მეორე ნახევარში „ლესტერმა“ თამაში შეცვალა, პრესინგს აღარ მიმართავდა. დაძაბული თამაში გამოვიდა და ვერ იტყვი, რომ მეორე ტაიმში ჩვენ ცუდად ვითამაშეთ.“ - აღნიშნა გვარდიოლამ.
პირველი ტაიმის შემდეგ „სიტი“ 4:0-ს იგებდა, თუმცა 65-ე წუთისთვის ანგარიში 4:3 იყო.