ავტორიზაცია

VIDEO: ლუკაკუმ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შეაგდო, ჟორჟინიომ კვლავ ორი პენალტი გაიტანა - ჩელსიმ სტუმრად მოიგო

თარიღი 26 დეკ 2021, 23:30

პრემიერ ლიგის მე-19 ტურში „ჩელსიმ“ სტუმრად „ასტონ ვილას“ მოუგო.

შეხვედრა „ვილა პარკზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

28-ე წუთზე ანგარიში „ვილამ“ რის ჯეიმსის ავტოგოლით გახსნა, თუმცა 6 წუთში ჟორჟინიომ პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

56-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ პრემიერ ლიგაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა, მატჩში წერტილი კი ისევ ოქროს ბურთის მესამეადგილოსანმა ჟორჟინიომ დასვა, რომელმაც 90+3 წუთზე კვლავ პენალტი ზუსტად გამოიყენა.

„ჩელსიმ“ 41 ქულა დააგროვა და ქულებით „ლივერპულს“ გაუტოლდა, თუმცა კლოპის გუნდს ამ ტურში თავისი მატჩი ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვს. ლიდერი „სიტია“ 47 ქულით.