ავტორიზაცია

კალიარიში დიეგო გოდინს ატალანტას მცველი შეცვლის

კალიარიში დიეგო გოდინს ატალანტას მცველი შეცვლის
თარიღი 27 დეკ 2021, 15:17

"კალიარი" "ატალანტას" მცველს, მატეო ლოვატოს იჯარით იმატებს, წერს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის იტალიელში დიეგო გოდინის შემცვლელს ხედავენ, რომელიც სარდინიელთა რიგებს იანვარში დატოვებს.

როგორც აღინიშნება, 35 წლის ურუგვაელს სამი კლუბი ეპატიჟება. გოდინი უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ სად გააგრძელებს კარიერას.

მიმდინარე სეზონში ლოვატომ ბერგამოელთა მაისურით 7 მატჩი ჩაატარა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.