ჩელსი მონაკოსა და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველს უმიზნებს
"ჩელსი" "მონაკოს" ნახევარმცველ ორელიენ ტჩუამენით ინტერესდება, იტყობინება Eurosport-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატები" მზად არიან ფეხბურთელი იმ პირობითაც შეიძინონ, თუ ეს უკანასკნელი გუნდს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება.
"ჩელსი" ნახევარმცველს ეძებს, რადგან 2022 წლის ზაფხულში გუნდი შესაძლოა ერთ-ერთმა შუახაზელმა დატოვოს.
ამა წლის ნოემბერში გავრცელებული ცნობით, "მონაკო" მზად არის ტჩუამენი 50 მილიონ ევროდ გაყიდოს.
მიმდინარე სეზონში 21 წლის ფრანგმა ლიგა 1-ში 18 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც მიითვალა.