ავტორიზაცია

ლივერპული ამ ზამთარს ვილიარეალის თავდამსხმელს არ იყიდის

ლივერპული ამ ზამთარს ვილიარეალის თავდამსხმელს არ იყიდის
თარიღი 27 დეკ 2021, 15:48

"ვილიარეალის" თავდამსხმელი, არნო დანჟუმა გრუნეველდი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე კლუბს არ დატოვებს.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, 24 წლის ფეხბურთელი იანვარში "ლივერპულში" არ გადავა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდელები ჰოლანდიელის გადაბირებას ამ ზამთარს აპირებდნენ, რადგან მო სალაჰი და სადიო მანე აფრიკის თასზე მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან.

დანჟუმას "ვილიარეალთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს.

2021/22 წლების სეზონში ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად 18 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასიც გააკეთა.