ავტორიზაცია

იუვენტუსი ამ ზამთარს მილიკის იჯარით დამატების ვარიანტს განიხილავს

იუვენტუსი ამ ზამთარს მილიკის იჯარით დამატების ვარიანტს განიხილავს
თარიღი 27 დეკ 2021, 16:43

"იუვენტუსი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდამსხმელის შეძენას გეგმავს, წერს Sport Mediaset-ი.

გავრცელებული ინფორმაცით, ტურინული გრანდი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და "მარსელის" ფორვარდ არკადიუშ მილიკის კანდიდატურას მიუბრუნდა.

როგორც აღინიშნება, "ბებერ ქალბატონს" გამოცდილი პოლონელი თავდამსხმელის ნახევარწლიანი იჯარით დამატება სურს.

მიმდინარე სეზონში 27 წლის მილიკმა "მარსელის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.