ავტორიზაცია

ბარსელონადან საქართველოში, ეგზოტიკური ქვეყნების გავლით - ვინ არის დინამოს ახალი ფუნქციონერი?

ბარსელონადან საქართველოში, ეგზოტიკური ქვეყნების გავლით - ვინ არის დინამოს ახალი ფუნქციონერი?
თარიღი 27 დეკ 2021, 19:11

თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული აკადემიის მთავარ მწვრთნელად ანდრეს კარასკო დაინიშნა. ესპანელმა დამრიგებელმა ქართულ კლუბთან კონტრაქტი სამი წლით გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-თეთრების" თავკაცი ჩვენს კლუბში უკვე მუშაობდა, 2011-2012 წლებში. გავიხსენოთ 43-წლის მწვრთნელის ბიოგრაფიის ყველაზე საინტერეო დეტალები.

კარასკო 11 წლის განმავლობაში მუშაობდა "ბარსელონაში", "ლა მასიას" აკადემიაში, მართავდა 9, 12 და 14-წლამდელთა გუნდებს. 2011 წლის ივნისში სწორედ "დინამოს" შეუერთდა.

ესპანელი დამრიგებელი სამშობლოში დაბრუნდა 2012 წელს, ჩაიბარა "მალაგას" ახალგაზრდული გუნდი, რომელსაც ორი ტიტული მოაგებინა. 2013 წლის 15 ივლისს ანდრესმა მუშაობა "საბურთალოში" დაიწყო.

2014 წლის 24 ნოემბერს თბილისელთა თავკაცი დაინიშნა ალექს გარსიას თანაშემწედ "საბადელში". 43-წლის მწვრთნელმა აღნიშნული თანამდებობა დატოვა 2015 წლის თებერვალში, მისი შემდეგი გაჩერება კი "ვესტერნ სიდნეი უანდერერსი" იყო.

კარასკოს შემდეგი გაჩერებები - "კარაბიუკსპორი", დონეცკის "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდი და ქუვეითის ეროვნული ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივი გუნდები.

ლიდერები შეინარჩუნეს - თბილისის დინამომ 3 ფეხბურთელს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა