ავტორიზაცია

ლევანდოვსკი და მბაპე მუნდიალის ყოველ ორ წელიწადში გამართვის წინააღმდეგები არიან: "ფეხბურთის დონე დაეცემა"

ლევანდოვსკი და მბაპე მუნდიალის ყოველ ორ წელიწადში გამართვის წინააღმდეგები არიან: "ფეხბურთის დონე დაეცემა"
თარიღი 27 დეკ 2021, 22:20

მიუნხენის "ბაიერნისა" და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ გამართვის იდეას ეწინააღმდეგება.

"მე არ ვარ ამ იდეის ფანი. უკვე ბევრი მატჩი გვაქვს, ძალიან ბევრი რთული კვირა. თქვენ უნდა იფიქროთ მომავალზე. თამაშის დონე დაეცემა, რადგან მოთამაშეებს დასვენება სჭირდებათ.

არ მგონია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება შესაძლებელი იყოს", - განაცხადა ლევანდოვსკიმ დუბაის საერთაშორისო სპორტულ კონფერენციაზე.

"ბაიერნის" თავდამსხმელს მხარი დაუჭირა "პარი სენ-ჟერმენისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, რომელიც ასევე მონაწილეობს კონფერენციაში:

"ვეთანხმები რობერტს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ფეხბურთის ხარისხზე და პატივი ვცეთ ფეხბურთელების ჯანმრთელობას", - განაცხადა ფრანგმა ფორვარდმა ამ იდეის შესახებ.