ავტორიზაცია

რეალის სატრანსფერო სიაში აიაქსის ამომავალი ვარსკვლავია

რეალის სატრანსფერო სიაში აიაქსის ამომავალი ვარსკვლავია
თარიღი 28 დეკ 2021, 11:35

მადრიდის "რეალი" აკვირდება "აიაქსის" ახალ ვარსკვლავს, რაიან გრავენბერხს, რომელიც გასული სეზონიდან მოყოლებული უბრალოდ შეუცვლელია ერიკ ტენ ჰაგის გუნდში.

Sky Sports-ის ცნობით, მადრიდელები უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელის აგენტს, მინო რაიოლას. გრავენბერხი გახდა აღმოჩენა გასულ სეზონში და მას შემდეგ არის "აიაქსის" ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე.

შესაბამისად, ევროპის ტოპ კლუბების უმეტესობის ინტერესის სფეროც. მიმდინარე სეზონში ნიდერლანდელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩი სასტარტოში დაიწყო.

გარდა ამისა, მისი ნაკრებში დებიუტი 2021 წლის მარტში შედგა და მას შემდეგ 10 მატჩი ჩაატარა, მათ შორის, ის ევროსთვის გამოიძახეს. ვნახოთ, სად აღმოჩნდება გრავენბერხი რაიოლას ხელში.