ავტორიზაცია

"კანკავას სახით, ვალენსიენმა გაუშვა მამოძრავებელი ძალა, ისე რომ შემცვლელიც არ მოიყვანა", - საფრანგეთში ჯაბა გაიხსენეს

"კანკავას სახით, ვალენსიენმა გაუშვა მამოძრავებელი ძალა, ისე რომ შემცვლელიც არ მოიყვანა", - საფრანგეთში ჯაბა გაიხსენეს
თარიღი 28 დეკ 2021, 11:57

"ვალენსიენი" ლიგა 2-ში რთულ მდგომარეობაში არის და გასავარდნ ზონასთან ახლოს იმყოფება. Le11hdf-ი "წითლების" კრიზისის ერთ-ერთ მიზეზად ჯაბა კანკავას წასვლას ასახელებს.

"პირველ რიგში საჭირო იყო კლუბის სწორი სატრანსფერო პოლიტიკა, რაც გუნდიდან წასული ფეხბურთელების შესაბამისად ჩანაცვლებას გულისხმობს. ასე არ მოხდა.

ვალენსიენმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა, მაგალითად - კანკავა, პრიორი და ჩერგუი. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ გუნდი არ გაძლიერებულა.

"წითლებს" ვერც დებუშის დონის გამოცდილმა ფეხბურთელმა უშველა, რომელიც წლების განმავლობაში არსენალში, ნიუკასლსა და ლილში თამაშობდა. გუნდის მდგომარეობა მართლაც მძიმეა", - წერს ფრანგული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული გუნდის შემდეგ, ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ბრატისლავას "სლოვანში" გადავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სლოვაკურ გუნდში გურამ კაშიასთან ერთად თამაშობს.