რონალდინიო: "პსჟ-ში გატარებული პერიოდი სამუდამოდ მემახსოვრება"
"პსჟ" იყო რონალდინიოს პირველი ევროპული კლუბი. ბრაზილიელი "ბარსელონაში" გადასვლამდე ორი წლის განმავლობაში (2001-2003) "წითელ-ლურჯების" გულშემატკივრებს ახარებდა.
რონიმ არ დაივიწყა პარიზული კლუბი და 19 ოქტომბერს დაბრუნდა პარკ დე პრინსზე, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა "ლაიფციგი" დაამარცხა (3-2).
PSG TV-მ ამის შესახებ საკმაოდ საინტერესო რეპორტაჟი მოამზადა, "პსჟ"-მ რონალდინიოსთან ინტერვიუდან ნაწყვეტი გამოაქვეყნა თავის Twitter-ზე. ნაწყვეტის შინაარსი ასეთია:
"აქ კარგი დრო გავატარე, ძალიან სასიამოვნოა დაბრუნება. სტადიონი ძალიან შეიცვალა, მაგრამ მაგია იგივე რჩება. ის მშვენიერია! საოცარი მოგონებები მაქვს და ძველ მეგობრებს ვხვდები, როცა პარიზში ჩავდივარ. როდესაც მე მაქვს მისვლის საშუალება, ვიღებ უამრავ ემოციას და სიამოვნებას", - განაცხადა რონალდინიომ.