კიდევ ერთი დაშლილი ქართული გუნდი - ლოკომოტივი 14-მა ფეხბურთელმა დატოვა
თბილისის ლოკომოტივი 2021 წლის სეზონის დასრულების შემდეგ 14-მა ფეხბურთელმა დატოვა.
GOAL.GE-მ უკვე გამცნოთ, რომ კლუბიდან წავიდა მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილიც, ფეხბურთელთა სია კი აჩენს იმის საფუძველს, რომ შემდეგ სეზონში თბილისური კლუბი ისეთივე მძლავრი ვეღარ იქნება, როგორც წარსულში.
წასულ მოთამაშეთა სია შემდეგნაირია: მარკ სპეკელნიკი, დავით უბილავა, ალექსანდრე გურეშიძე, გიორგი გაბაძე, ადამა ვადე, ნიკა სანდოხაძე, დავით სამურკასოვი, თეიმურაზ შონია, თორნიკე კირკიტაძე, ბექა დარცმელია, კახა კახაბრიშვილი, გიორგი დიასამიძე, მამია გავაშელიშვილი, ირაკლი სიხარულიძე.
ჯერჯერობით, წასული მოთამაშეებიდან მხოლოდ ის ვიცით, რომ თემურ შონია ბოლნისის სიონს შეუთანხმდა.