ავტორიზაცია

ფეხბურთელი, ახალგაზრდა, მწვრთნელი, ტრანსფერი - კარაგერმა პრემიერ ლიგის საუკეთესოები დაასახელა

ფეხბურთელი, ახალგაზრდა, მწვრთნელი, ტრანსფერი - კარაგერმა პრემიერ ლიგის საუკეთესოები დაასახელა
თარიღი 28 დეკ 2021, 19:32

„ლივერპულის“ და ინგლისის ნაკრების ექს-მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, პრემიერ ლიგის პირველი ნახევრის საუკეთესოები დაასახელა.

ექს-მცველმა საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, ზაფხულის საკვანძო ტრანსფერი და მთავარი მწვრთნელი დაასახელა.

კარაგერის აზრით, დროის ამ მონაკვეთში პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰია, საუკეთესო ახალგაზრდად კი ჯეიმიმ „მან სიტის“ ნახევარმცველი ფილ ფოდენი მიიჩნია.

საუკეთესო ტრანსფერი კარაგერისთვის აარონ რამსდეილია, რომელიც მეკარის პოზიციაზე თამაშობს. რაც შეეხება მწვრთნელს - ინგლისელმა პეპ გვარდიოლა გამოჰყო, რომლის „მან სიტიც“ ამ ეტაპზე პრემიერ ლიგაში დამაჯერებლად ლიდერობს.