ავტორიზაცია

ესპანურმა გუნდმა მანჩესტერ იუნაიტედს მარსიალის სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანის შეთავაზებით მიმართა

ესპანურმა გუნდმა მანჩესტერ იუნაიტედს მარსიალის სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანის შეთავაზებით მიმართა
თარიღი 28 დეკ 2021, 19:38

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა, ანტონი მარსიალმა, კარიერა შესაძლოა ესპანურ ლა ლიგაში გააგრძელოს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ფრანგი შემტევის იჯარით აყვანა „სევილიას“ სურს და „მანჩესტერ იუნაიტედს“ სეზონის ბოლომდე იჯარის შეთავაზებით მიმართა ყველანაირი გამოსყიდვის ვალდებულების ან შესაძლებლობის გარეშე.

ჯერჯერობით, ინგლისურ გუნდს პასუხი არ გაუცია და დასაფიქრებლად პაუზა აიღო.

„ემიუს“ მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა დაადასტურა, რომ მარსიალს გუნდიდან წასვლა სურს.

პრესის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება სწორედ „სევილიაში“ სურს, რადგან ფიქრობს რომ ამ გუნდში კარიერის რეანიმირებას მოახერხებს საკმარისი სათამაშო დროის მიღებით.