მარსელომ სეზონის ბოლოს შესაძლოა საფეხბურთო კარიერა დაასრულოს
მადრიდის „რეალის“ მცველის, მარსელოს მომავალი გაურკვეველი რჩება.
დედაქალაქური გუნდის ამჟამინდელ კაპიტანს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და კლუბს მისთვის ახალი ხელშეკრულება არ შეუთავაზებია.
Marca-ს ინფორმაციით, თუ „რეალთან“ ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, მარსელომ შესაძლოა საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილებაც კი მიიღოს. თუმცა, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობაში დღემდე რჩებიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბრაზილიელმა ახალი კონტრაქტი დაიმსახურა.
ამჟამად მარსელო არაესპანელ ფეხბურთელებს შორის „რეალში“ ჩატარებული მატჩების რაოდენობით ისტორიაში მეორე ადგილს იკავებს (533) და მხოლოდ ბენზემას ჩამორჩება - 582.
გარდა ამისა, მარსელოს ორი ტიტული აშორებს იქამდე, რომ „რეალის“ ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდეს - ამჟამად მას სერხიო რამოსთან ერთად 22 ტიტული აქვს მოგებული და ხენტოს ერთი თასით ჩამორჩება.