ავტორიზაცია

მარადონას უმცროსი ძმა, ასევე ექს-ფეხბურთელი უგო მარადონა გარდაიცვალა

მარადონას უმცროსი ძმა, ასევე ექს-ფეხბურთელი უგო მარადონა გარდაიცვალა
თარიღი 28 დეკ 2021, 19:58

„ნაპოლიმ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დიეგო მარადონას უმცროსი ძმა, უგო გარდაიცვალა.

იტალიური პრესის ინფორმაციით უგო მარადონას გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა. 

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მარადონას ოჯახს უგოს გარდაცვალების გამო მწუხარება და თანადგომა გამოუცხადა.

არგენტინელ ექს-ნახევარმცველს იტალიაში, ავსტრიაში, ესპანეთში, არგენტინაში და იაპონიაში აქვს ნათამაშები, კარიერის დასრულების შემდეგ კი ის იტალიაში დაფუძნდა და ნაპოლის მოყვარულთა კლუბების მწვრთნელადაც იმუშავა.

„ნაპოლიმ“ უგო მარადონა 1987 წელს დაიმატა და ის გუნდში თავის ცნობილ ძმასთან ერთად იმყოფებოდა, სანამ „ასკოლიში“ იჯარით გადავიდოდა. 

იმავე წლის 20 სექტემბერს ძმები ერთმანეთს მოედანზე დაუპირისპირდნენ, დიეგოს „ნაპოლიმ“ კი 2:1 იმარჯვა.

უგო მარადონას სამი შვილი დარჩა. შეგახსენებთ, რომ მისი ლეგენდარული ძმა დიეგო გასული წლის 25 ნოემბერს ასევე გულის პრობლემებით.